Accessibility links

logo-print

პროკურატურაში დღეს კვლავ დაიბარეს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი


საქართველოს პროკურატურაში დღეს კვლავ დაიბარეს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე. მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერლის დაბარების საფუძველი ჯერჯერობით უცნობია. დღემდე გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.
XS
SM
MD
LG