Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის ადამიანის უფლებათა ცენტრს გასახლება ემუქრება


ბელორუსიის ცნობილი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს მინსკის ოფისის დატოვებას აიძულებენ. ცენტრის დირექტორის მოადგილის ვალენტინ სტეპანოვიჩის თქმით, ორშაბათს მათ მიიღეს ბელორუსიის ხელისუფლების წერილობით შეტყობინება, რომლის თანახმად „არარეგისტრირებულმა ორგანიზაციამ“ ოფისი 26 ნოემბერისათვის უნდა დატოვოს. ბელორუსიის ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვესნა“ 12 წელია განთავსებულია ბინაში, რომელიც მის დირექტორს ალეს ბიალიაცკის ეკუთვნის. ბალიაცკი ამჟამად ციხეში იმყოფება გადასახადების თავის არიდების ბრალდებით და მას გასულ ნოემბერში მინსკის სასამართლომ ოთხნახევარი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ხელისუფლების წერილის მიღების შემდეგ, ვალენტინ სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მაშინაც კი გააგრძელებს საქმიანობას, თუკი მას ოფისიდან გაასახლებენ.
XS
SM
MD
LG