Accessibility links

ობამა „აღფრთოვანებულია“ მიანმარში დაწყებული „გარდაქმნებით“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც მიანმარს სტუმრობს, განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ქვეყანაში დაწყებული დემოკრატიული გარდაქმნებით. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება შემდგომი რეფორმების გზაზე, - აღნიშნა ბარაკ ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტი ორშაბათს შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ტეინ სეინომსა და ოპოზიციის ლიდერ აუნ სან სუ ჩის. პოლიტიკოსმა ქალმა შიდა პატიმრობაში 10 წელიწადზე მეტი დრო დაჰყო და პატიმრობიდან მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, მიანმარში სამხედრო ხელისუფლების შეცვლის შედეგად განთავისუფლდა. აშშ-ის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს მიანმარს, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკურს სანქციები მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ობამას თქმით, მისი ვიზიტი არა მთავრობის, არამედ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსის მხარდაჭერას ემსახურება.
XS
SM
MD
LG