Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს ქართველი „კანონიერი ქურდი“


ყირგიზეთში ყალბი პასპორტით სარგებლობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელსაც მოიხსენიებენ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდად“. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ეს პირი - ილია სამსონია - პარასკევს გააგზავნეს რუსეთიდან ყირგიზეთში, რადგან ის ყირგიზეთის მოქალაქე ეგონათ. სამსონიას გასულ კვირაში ამოეწურა პატიმრობის სამწლიანი ვადა რუსეთში, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე არხანგელსკის რეგიონში. რუსეთში სამსონია 2009 წელს დააპატიმრეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე, რის შემდეგაც ის ციხეში იმყოფებოდა, როგორც ყირგიზეთის მოქალაქე ილიას ალიევი. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია სამსონიას ყირგიზული პასპორტი ყალბია. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG