Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაბრუნდა ირაკლი ოქრუაშვილი


დღეს დილით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. "ქართული პარტიის" პრესსამსახურის ცნობით ის დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და დაესწროს სასამართლოს სხდომას, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს დღეს განიხილავს. პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ის აცნობიერებს, რომ, დღევანდელი პროცესის შედეგის მიუხედავად უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები". ირაკლი ოქრუაშვილს, 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
XS
SM
MD
LG