Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა და ვენ ძიაბაო აქებენ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კამბოჯაში შეხვდა ჩინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს. შეხვედრა ჩატარდა აზიის სახელმწიფოების სამიტის პარალელურად. ობამას განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობა „კონსტრუქციულია“ და მნიშვნელოვანია, ორმა ქვეყანამ განსაზღვროს მკაფიო წესები ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ვენ ძიაბაომ აღნიშნა, რომ ზოგ საკიხთში აზრთა სხვაობის მიუხედავად, ის და ობამა იზიარებენ შეხედულებას, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ეს იყო ობამას, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა ვენ ძიაბაოსთან, რომელიც, ისევე როგორც ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო, თანამდებობებს ტოვებს, ჩინეთის ხელისუფლების სათავეში ბოლო ათი წლის პირველი საკადრო ცვლილებების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG