Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა დაასრულა საბრძოლო მისია ავღანეთში


საფრანგეთმა დაასრულა ავღანეთში თავისი საბრძოლო მისია. მან 400-მდე ჯარისკაცი გაიყვანა ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროვინცია კაპისიდან. ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები 2003 წლიდან იყვნენ განთავსებული, ძირითადად, ორ ბაზაზე თაგაბისა და ნეჯრაბის რაიონებში. პარიზი აცხადებს, რომ საბრძოლო მისიაში მონაწილე ყველა ჯარსიკაცი დეკემბრამდე დატოვებს ავღანეთს - ანუ ორი წლით ადრე, ვიდრე ავღანეთს დატოვებენ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. არასაბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, ავღანეთში დარჩება 2000-მდე ფრანგი ჯარისკაცი. საფრანგეთის კონტინგენტი ივლისიდან დაჩქარებული წესით გაჰყავთ ავღანეთიდან, რის შესახებაც მაისში გამოაცხადა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. ავღანეთში სამხედრო მისიის შესრულებისას დაღუპულია 88 ფრანგი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG