Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს


ხორვატიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივო სანადერს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ორი უცხოური კომპანიისაგან ქრთამის აღებისათვის. ზაგრებში სასამართლომ სანადერი დამნაშავედ სცნო უნგრული ენერგოკომპანიისაგან 2008 წელს ქრთამის სახით 13 მილიონამდე დოლარის აღებაში, ხორვატიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზაციისას. სანადერი დამნაშავედ სცნეს ქრთამის აღებაში ავსტრიული ბანკისგანაც - 1995 წელს, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ივო სანადარეს 2003-დან 2009 წლამდე ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის ხორვატიაში კორუფციისათვის გასამართლებული ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია.
XS
SM
MD
LG