Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი გლდანის საპატიმროში გადაიყვანეს


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თბილისის აეროპორტში გამთენიისას დააკავეს, გლდანის საპატიმროში გადაიყვანეს. ოქრუაშვილი, რომელიც 2007 წლის სექტემბერში დააკავეს გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, იმავე წლის ნოემბერში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის გაზაფხულზე მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა, 2011 წლის ზაფხულში კი მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით. ამ საქმის განხილვა დღეს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლომ.
XS
SM
MD
LG