Accessibility links

logo-print

თათრეთის დედაქალაქში ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად


თათრეთში ადამიანი დაიღუპა დედქალაქ ყაზანში აფეთქების შედეგად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ანდრეი შეპტიცკის განცხადებით, აფეთქება მოხდა საცხოვრებელი სახლის წინ. დაიღუპა 39 წლის ალფრედ შარაფუტდინოვი, წარსულში ნასამართლევი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შენახვისათვის. შეპტიცკიმ უარყო გავრცელებული ცნობები, რომ დაღუპულ შარაფუტდინოვს შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფებთან. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება თვითმკვლელობა იყო.
XS
SM
MD
LG