Accessibility links

logo-print

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატებმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ 2011 წელს აღძრული საქმის სასამართლო განხილვის შედეგის მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროში დარჩება, რადგან პირველ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, ყოფილი მინისტრი სამშობლოში დაბრუნდა, რადგან პოლიტიკური თავშესაფრის მიუხედავად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს და, ამასთან, საქართველოში მომხდარი ცვლილებების გამო სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. კორძაძის თქმით, 11-წლიანი პატიმრობის განაჩენს ოქრუაშვილის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება ყოფილი მინისტრის უდანაშაულობის დამტკიცებას. ზვიად კორძაძემ ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არავითარ საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG