Accessibility links

logo-print

გიორგი ბარამიძე მმართველ გუნდს ოპონენტების მიმართ დაუფარავ მუქარასა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მმართველ გუნდს ოპონენტების მიმართ დაუფარავ მუქარასა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ბარამიძე გამოეხმაურა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" მთავარი პროკურორის ინტერვიუს, რომელშიც საუბარია ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის პირადად მის შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. მსგავსი განცხადებები გიორგი ბარამიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად და ცილისწამების გაგრძელებად შეაფასა. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ოპოზიციასთან ურთიერთობის ენად ბრალდებები აირჩია და სიცრუის გზით ცდილობს ოპოზიციის დაშინებას. ”ეს არის ოპონენტის პოლიტიკური დევნა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ და ნორმალურ განვითარებას აზიანებს", - განაცხადა ბარამიძე. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არ აპირებენ შეწყვიტონ მთავრობის მწვავე კრიტიკა და მზად არიან მის ნებისმიერ წარმომადგენელთან, მათ შორის არჩილ კბილაშვილთან ტელედებატებისთვის.
XS
SM
MD
LG