Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი: ღაზიდან გახსნილ ცეცხლს პირველი ჯარისკაცი ემსხვერპლა


ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტების აფეთქებას ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. ჯარის პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ისრაელის სამხედროებს შორის პირველი მსხვერპლი ძალადობას ეშკოლის რეგიონში მოჰყვა. პარალელურად, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი, მარკ რეგევი აცხადებს, რომ "ჰამასთან" ზავის შესახებ ცნობა ნაადრევი იყო. მისი თქმით, ისრაელი გააგრძელებს ღაზაში სამხედრო ოპერაციას - დიპლომატიურ ძალისხმევასთან ერთად. უფრო ადრე „ჰამასის“ წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, რომ ამ გასამხედროებული ჯგუფის წევრებმა და ისრაელმა თანხმობა განაცხადეს ეგვიპტის შუამავლობით მომზადებულ ზავზე. „ჰამასის“ წარმომადგენლის, აიმან ტაჰას განცხადებით, ზავი ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე (თბილისის დროით ღამის 2 საათზე). ზავის მიღწევაზე ლაპარაკობდა ეგვიპტის პრეზიდენტი, მუჰამედ მურსიც. ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთკვირიანი ძალადობის შედეგად მოკლულია სულ მცირე 120 პალესტინელი და 4 ისრაელელი.
XS
SM
MD
LG