Accessibility links

ღაზაში ძალადობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა


ღაზის სექტორში ძალადობის ესლაკაციას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მისი განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირება სწრაფად უნდა განიმუხტოს, რათა აღარ გაგრძელდეს ძალადობის ესკალაცია, რაც რეგიონში არცერთ მონაწილე მხარეს არ აწყობს. პრემიერ-მინისტრმა დღეს საქართველოში ისრაელის ელჩთან, იუვალ ფუქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელით "ღრმა მწუხარება გამოხატა ისრაელის და პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით".
XS
SM
MD
LG