Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქებას ემსხვერპლა 2 ავღანელი ბადრაგი


ორმა თვითმკვლელმა ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილით თავი აიფეთქა. აფეთქებას ემსხვერპლა აშშ-ის ბაზის ახლოს მყოფი ორი ავღანელი ბადრაგი. დაიჭრა იქვე მდგარ მანქანაში მსხდომი ორი ავღანელი ჯარისკაცი. აფეთქებაზე პასუხისმგებლად თავი თალიბანმა გამოაცხადა. ქაბულის იმ ნაწილში, სადაც აფეთქება მოხდა, ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ცხოვრობენ და მდებარეობს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები.
XS
SM
MD
LG