Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ვერ შეთანხმდა საბერძნეთისთვის მორიგ დახმარებაზე


ევროკავშირი ვერ შეთანხმდა საბერძნეთისთვის მორიგი ტრანშის გადარიცხვაზე. ბრიუსელში 12 საათს გრძელდებოდა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები. დასასრულ შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს კვლავ შეიკრიბებიან. მინისტრებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება საბერძნეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარების უკეთესად მართვის საკითხზე. ევროზონის სახელმწიფოები საბერძნეთს აძლევენ დამატებით ორ წელიწადს, რომ მან 2022 წლამდე მის მიერ აღებული ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 120%-მდე დაიყვანოს. 2013 წლის პროგნოზით ვალი 189%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეწინააღმდეგება ვადის გახანგრძლივებას. საბერძნეთი ფინანსური დახმარების პროგრამით 31,5 მილიარდ ევროს ელოდება. თუმცა, თუკი მინისტრები შეთანხმდებიან, საბერძნეთმა, შესაძლოა, დაახლოებით 44 მილიარდი ევრო მიიღოს, რადგან მიმდინარე წელს ორი დამატებითი ტრანშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG