Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - საქართველოში 25%-ზე მეტით გაიზარდა აივ-ით ინფიცირების შემთხვევები


გაერომ გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის(აივ)/შიდსის გავრცელების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირების 50% მოდის 25 ქვეყანაზე (ნახევარზე მეტი აფრიკის ქვეყანაა), სადაც ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დონე იყო. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2001-2011 წლებში 35%-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავაც იზრდება აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში. საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და მოლდავეთში აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 25%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლიწადში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების წლიური მაჩვენებელი. 2006 წელს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 40000-ზე ნაკლები იყო, 2011 წელს კი 60000-ს გადააჭარბა. ანგარიში აჩვენებს, რომ ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგად სიცოცხლე უნარჩუნდება სულ უფრო მეტ ადამიანს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მკურნალობის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში 63%-ით გაიზარდა. საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ შიდსით დაავადებულთა მკურნალობაზე. განსაკუთრებული ენთუზიაზმი შეინიშნება ამ თვალსაზრისით სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში: ბრაზილიაში, რუსეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში.
XS
SM
MD
LG