Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გადადო გადაწყვეტილება საბერძნეთისათვის კრედიტის მორიგი ტრანშის მიწოდებაზე


ევროკავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას საბერძნეთისათვის კრედიტის მორიგი ტრანშის მიწოდების საკითხზე. ბრიუსელში 12-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისევ შეიკრიბებიან მომავალ ორშაბათს. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს საბერძნეთის ვალების უკეთ მართვა. ევროზონის 17 წევრი ემხრობა საბერძნეთისათვის კიდევ ორი წლის მიცემას, რათა მან 2022 წლამდე შეძლოს ვალების შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის 120%-მდე. 2013 წელს ეს ვალები მთლიანი შიდა პროდუქტის, სავარაუდოდ, 189% იქნება. საბერძნეთი ითხოვს მისთვის 31,5 მილიარდი ევროს (40,2 მილიარდი დოლარის) მიწოდებას დახმარების პაკეტიდან.
XS
SM
MD
LG