Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა მსჯელობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ბრიუსელში იმართება მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები მსჯელობენ თეირანთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გამართვის გეგმაზე. მოლაპარაკებების წელს ჩატარებულ სამ რაუნდს გარღვევა არ მოჰყოლია. ირანი კვლავაც უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელად და უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეჩერებაზე, რასაც მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გასულ თვეში გაძლიერდა, როცა ევროკავშირის მთავრობებმა ახალი აკრძალვები დააწესეს თეირანთან ვაჭრობაზე და აკრძალეს ირანიდან გაზის იმპორტი. ძალაშია ემბარგო ირანიდან ნავთობის იმპორტზეც.
XS
SM
MD
LG