Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი და ბან კი-მუნი მართავენ შეხვედრებს ღაზაში კრიზისთან დაკავშირებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ოთხშაბათს შეხვედრები გამართეს პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან. ისინი ცდილობენ, ხელი შეუწყონ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასისა“ და ისრაელის დაზავებას. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რეგიონის დედაქალაქ რამალაში პალესტინელების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ბან კი მუნი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზიდან პალესტინელების სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე. კლინტონი მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ ეგვიპტეში ჩადის. ეგვიპტე არის მთავარი შუამავალი ღაზის სექტორში გასულ კვირაში დაწყებულ კონფლიქტში, რომლის შედეგადაც დაღუპულია, სულ ცოტა, 136 პალესტინელი და ხუთი ისრაელელი. ბრძოლა დღესაც გრძელდებოდა. ისრაელმა იერიშები მოაწყო 100-ზე მეტ ობიექტზე ღაზის სექტორში. არმიის ცნობით, ჰამასმა ოთხი რაკეტა ესროლა სამხრეთ ისრაელს.
XS
SM
MD
LG