Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი


პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ჯარისკაცი. აფეთქება მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კუეტაში. პოლიციის ცნობით, ბომბი დამაგრებული იყო მოტოციკლზე და აფეთქდა არმიის ავტომანქანასთან, რომელიც დასაცავად მიჰყვებოდა სკოლის ავტობუსს. აფეთქების შედეგად არიან დაჭრილებიც.
XS
SM
MD
LG