Accessibility links

logo-print

სასამართლომ გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა


თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მესამედ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე და ის სასამართლო დარბაზიდან ამჯერად გირაოს გარეშე გაათავისუფლა. კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 3 საქმეა აღძრული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებებით. დღემდე სასამართლომ გიორგი კალანდაძე საერთო ჯამში 30 ათასი ლარის გირაოთი ორჯერ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული განმარტებით, კალანდაძის მიმართ აღკვეთის ახალი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მისთვის წარდგენილი ბრალდების დამძიმების მიუხედავად, საუბარი არ არის სისხლის სამართლის ახალ საქმეზე.
XS
SM
MD
LG