Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია "ენსისი"-ს გენერალურ დირექტორს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება


სამშენებლო კომპანია "ენსისი"-ს გენერალურ დირექტორს, ”თბილისის წყლის" ყოფილ ხელმძღვანელს გეგი ქელბაქიანს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა. მისივე ცნობით, დაკავებას არავითარი კავშირი არა აქვს თბილისის წყლის კომპანიასთან. გეგი ქელბაქიანთან ერთად გასულ ღამით დააკავეს სამშენებლო კომპანია "ენსისი"-ს ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კომპანია ”ენსისი” თბილისში რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს აწარმოებს.
XS
SM
MD
LG