Accessibility links

logo-print

გოკა გაბაშვილი: გეგი ქელბაქიანი არქიტექტურული გემოვნების განსახორციელებლად დაიჭირეს


არქიტექტურული გემოვნების განსახორციელებლად დაიჭირეს გეგი ქელბაქიანი, რომლის კომპანიის მიერ რიყეზე მშენებარე თეატრი ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა. მისივე შეფასებით, თბილისის მთავრობაზე ზემოქმედების მიზნითაა დაკავებული მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. გაბაშვილმა სამარცხვინო უწოდა შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის და გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსაც და განაცხადა, რომ ახალი მთავრობა პოლიტიკური დაჭერების კამპანიით ცდილობს გადაფაროს მისი სოციალური დაპირებების შეუსრულებლობა.
XS
SM
MD
LG