Accessibility links

დავით სერგიენკომ უარყო პრესით გავრცელებული ცნობა, რომ თანამდებობას ტოვებს


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს პირადად უარყო პრესით გავრცელებული ცნობა, რომ თანამდებობას ტოვებს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სამინისტროსა და მედიის ურთიერთობის ნაკლეობობამ განაპირობა. სერგეენკოს გადადგომის შესახებ წერდა გაზეთი ”რეზონანსი.” მისი ცნობით, მთავრობის სხვა წევრებთან უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრს უთხრეს, რომ სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შეჭრილ და შემდეგ ნაქირავებ ბინებში შესახლებულ მოქალაქეებს მხოლოდ 1 თვის ქირით უზრუნველყოფდნენ. თავის მხრივ, დღეს დავით სერგეენკომ უთანხმოება უარყო და განაცხადა, რომ სამინისტრო სოციალურად დაუცველ 1040 ოჯახს ბინის ქირას 6-7 თვის განმავლობაში გადაუხდის, მომავალი წლის შუა პერიოდიდან კი ისინი ქირას გაზრდილი სოციალური დახმარებით თავად დაფარავენ. დავით სერგეენკოს თქმით, ახალი მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება სრულიად რეალურია.
XS
SM
MD
LG