Accessibility links

logo-print

თბილისში ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი დევიდ ლიდინგტონი


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი დევიდ ლიდინგტონი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლიდინგტონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მიესალმება საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, რაც სხვებისთვისაც მაგალითია. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი მომავალი ევროატლანტიკური ოჯახია. თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული პროგრესი შესაბამისად აისახება ნატოს მომავალ რეზოლუციებში. დევიდ ლიდინგტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სახელმწიფო მინისტრის თქმით, დიდ ბრიტანეთს საქართველოსთან ბიზნესურთიერთობის გაღრმავების სურვილი აქვს და ამ მიზნით უახლოეს ხანში თბილისს სამრეწველო მისია ეწვევა. ვიზიტისას დევიდ ლიდინგტონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG