Accessibility links

logo-print

კლინტონმა ღაზის შესახებ მოლაპარაკება გამართა ეგვიპტეში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოთხშაბათს კაიროში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მურსის, ღაზის სექტორში ისრაელსა და პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ზავის მისაღწევად საჭირო ზომებზე მოსალაპარაკებლად. კლინტონი კაიროში ჩავიდა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, ხოლო ისრაელში - ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. კაიროში ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც. ღაზის სექტორში ზავის მისაღწევად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ფონი იყო თელ-ავივში ავტობუსში მოწყობილი აფეთქება, რომლის შედეგადაც 17-მდე ადამიანი დაიღუპა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელმა იერიშები განახორციელა ღაზის სექტორში მდებარე 100-მდე ობიექტზე, ხოლო „ჰამასმა“ ოთხი რაკეტა ესროა სამხრეთ ისრაელს. გასული კვირაში დაწყებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულია, სულ ცოტა, 146 პალესტინელი და ხუთი ისრაელელი.
XS
SM
MD
LG