Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქელბაქიანის დაკავებას გიგი უგულავა გამოეხმაურა


სამშენებლო კომპანია ენ-სი-სის გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებას თბილისის მერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა. "ფეისბუქით" გავრცელებულ განცხადებაში უგულავა წერს, რომ ქელბაქიანის კომპანია თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთას ასრულებს. „შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება. მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით“ - წერს უგულავა. ქელბაქიანი და ამავე კომპანიის სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე 20 ნოემბერს დააკავეს, დაკითხვის შემდეგ. სამშენებლო კომპანია ენ-სი-სი ”თბილისის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსებული, რიყეზე მიმდინარე სამშენებლოს პროექტის შემსრულებელია.
XS
SM
MD
LG