Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და „ჰამასი“ დაზავდნენ


ისრაელი და პალესტინელების გასამხედროებული მოძრაობა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს ღაზის სექტორში და მის გარშემო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ძალადობა. ზავის მიღწევის შესახებ განცხადებით ოთხშაბათს გამოვიდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ კამელ ამრი, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ეგვიპტე სათავეში ედგა კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით გატარებულ საერთაშორისო ძალისხმევას. ძალადობას რვა დღის განმავლობაში სულ მცირე 148 პალესტინელი და ხუთი ისრაელელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG