Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებას დიდი მუშაობა სჭირდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავრობის ერთთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მან კადრების ცვლილებებზე ილაპარა და თქვა, რომ მთავრობის დამტკიცებიდან მოხდა სამინისტროები ფორმირება და უწყებებში საჯარო მოხელეების უმეტესობამ ადგილები შეინარჩუნა და ცვლილება მხოლოდ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შეეხოთ, ზოგ უწყებაში კი თანამდებობა მოადგილეებმაც შეინარჩუნეს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ ერთი უმთავრესი ამოცანა პროკურატურის და პოლიციის ხალხის სამსახურში ჩაყენებაა. პრემიერის განმარტებით, ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მხრიდან შეწყდა, თუმცა უწყებაში ფორმირების პროცესი არ დასრულებულა, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
XS
SM
MD
LG