Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური ინიციატივებით გამოვიდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკის გავითარებაა და ის ყველაფრის გასაღებია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ბიძნა ივანიშვილმა ილაპარაკა თავის ინიციატივაზე, დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელშიც, საკუთარი სურვილით, მონაწილეობას მიიღებენ მდიდარი ქართველები. „ფონდი ყველა კერძო ინვეტორს - ქართველს თუ უცხოელს პარტნიორად დახვდება. ინვესტორი, რომელსაც გააჩნია საინტერესო იდეა და სულ მცირე 25%-იან ინვესტიციას დააპირებს, ამ ფონდის სახით პარტნიორი ეყოლება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში აღარ იქნება მონოპოლიები, კარტელური გარიგებები და ყველა შესაბამისი ნიშნის გამოვლენას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „დაბრუნდება ანტიმონოპოლიური სამსახური და შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG