Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ძალაშია


ღაზის სექტორში, როგორც ჩანს, ძალაშია პალესტინელების ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლითაც შეწყდა გასულ კვირაში დაწყებული ბრძოლა. დაზავების შესახებ ოთხშაბათს საღამოს, კაიროში გამოაცხადეს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამად ქამელ ამრმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ისრაელმა მიაღწია თავის ყველა სამხედრო მიზანს. თუმცა, „ჰამასის“ ლიდერი, ხალედ მეშაალი ცეცხლის შეწყვეტას მიიჩნევს ისრაელის ტაქტიკურ მარცხად. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ზავის დასადებად გამართულ მოლაპარაკებებში, ორივე მხარეს მოუწოდებს შეთანხმების დაცვისაკენ. ღაზის სექტორში დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 161 პალესტინელი, მათ შორის 71 სამოქალაქო პირი და ხუთი ისრაელელი.
XS
SM
MD
LG