Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოდის თურქეთში „პეტრიოტის“ რაკეტების განთავსების წინააღმდეგ


რუსეთი გამოდის თურქეთში, სირიის საზღვართან, ნატოს მიერ „პეტრიოტის“ კლასის სარაკეტო კომპლექსის შესაძლო განთავსების წინააღმდეგ. რაკეტების განთავსების თხოვნით თურქეთმა მიმართა ნატოს, სირიიდან სარაკეტო თავდასხმებისაგან თავის დასაცავად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, „პეტრიოტის“ რაკეტების განთავსება „ხელს არ შეუწყობდა სტაბილურობას რეგიონში“. ნატომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ანკარამ მას ოფიციალურად მიმართა სირიიდან თავდასხმებისაგან დაცვაში დახმარების თხოვნით. ნატოს დელეგაცია მომავალ კვირაში ჩავა თურქეთში „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსის განსათავსებელი ადგილების შესარჩევად.
XS
SM
MD
LG