Accessibility links

logo-print

თბილისის მერია: გარკვეული პირებისგან მოსალოდნელია გიგი უგულავას პოლიტიკური დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები


თბილისის მერიამ დღეს განაცხადა, რომ გიგი უგულავას პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან მოსალოდნელია უკანონო ქმედება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირება. თბილისის მერიის სპიკერის ბაჩო დოლიძის თქმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო "ჰერმესის" ყოფილი თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიოჩანაწერის თანახმად, იგეგმება სიცრუის გავრცელება, თითქოს ხდება სასაფლაოების ხელახლა გაყიდვა და ამ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა. დოლიძის განცხადებითვე, ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია პროვოკაცია ”ჰერმესის” თამნამშრომლების წინააღმდეგ და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. თბილისის მერიამ საქმის შესასწავლად მიმართა მთავარ პროკურატურას და საჩივარს თან დაურთო აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს საჯაროდაც გაავრცელა.
XS
SM
MD
LG