Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში იმართება რვა მუსლიმური ქვეყნის ეკონომიკური სამიტი


პაკისტანი მასპინძლობს რვა მუსლიმური ქვეყნის ეკონომიკურ სამიტს. „განვითარებად რვიანად“ წოდებული ჯგუფის ლიდერების შეხვედრა გახსნა პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ. ისლამაბადში ვიზიტი ბოლო მომენტში გააუქმა ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამად მურსიმ, ღაზის სექტორის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. მის ნაცვლად ეკონომიკურ სამიტს ესწრება ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი მაჰმუდ მექი. სამიტში მონაწილეობენ აგრეთვე ირანის, ინდონეზიის, ნიგერიის პრეზიდენტები, თურქეთის პრემიერ-მინისტრი და მალაიზიისა და ბანგლადეშის ლიდერები. დღის წესრიგში დგას ეკონომიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც ვითარება ღაზის სექტორში და სირიის კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG