Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი: საქართველომ მიიღო „დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება“


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი ფიქრობს, რომ საქართველომ მიიღო „დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება“ და მოახდინა „დემოკრატიული გარდაქმნა“. ეშტონმა ასეთი შეფასება გამოთქვა საქართველოში ვიზიტამდე, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება და ითვალისწინებს ეშტონის შეხვედრას როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან. ეს იქნება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პირველი ვიზიტი საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ის, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებს იუსტიციის სფეროში ღია და გამჭვირვალე პროცესების აუცილებლობაზე. ასევე ეშტონის თქმით, ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, განაგრძოს თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან და კვლავაც ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. კეტრინ ეშტონის შეფასებით, საქართველოსათვის და ევროკავშირისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ურთიერთობა. ეშტონი საქართველოდან გაემგზავრება შუა აზიაში, სადაც პირველად მართავს რამდენიმედღიან ტურნეს.
XS
SM
MD
LG