Accessibility links

logo-print

აშშ-ში "მადლიერების დღეს" აღინიშნავენ


აშშ-ში, დღეს, როგორც ყოველი ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს, აღინიშნება ეროვნული, „მადლირების დღე“. მისი წარმოშობა უკავშირდება 1621 წელს, როცა ინგლისელ ახალმოსახლეებს, პლიმუტში, შემდგომში ინდიელებად წოდებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, კარტოფილსა და პომიდორთან ერთად ფრინველის ხორცი მიართვეს. ამ ფრინველს მომავალში "ინდაური" შეარქვეს. მოსავლის აღების შემდეგ, ღვთისადმი მადლირების ნიშნად, ახალმოსახლეებმა სუფრა გაშალეს და ინდიელებიც მიწვიეს. ფარშირებული ინდაური ამ დღის განუყოფელი ნაწილია. ამ დღეს ამერიკელები მადლიერებით იხსენებენ ყოველივე კარგს, რაც ამ წელიწადში შეემთხვათ.
XS
SM
MD
LG