Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა უფოლებამოსილებები გაიფართოვა


ეგვიპტის პრეზიდენტმა, მუჰამედ მურსიმ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, საკუთარ თავს მიანიჭა ფართო უფლებამოსილება. განკარგულება წაკითხულ იქნა სახელმწიფო ტელევიზიით, მისი წარმომადგენლის მიერ. დოკუმენტის თანახმად, განკარგულებები, დადგენილებები და კანონები, რომლებსაც პრეზიდენტი გამოსცემს, საბოლოოა და არ ექვემდერალება გასაჩივრებას. პრეზიდნტის დადგენილებით, სასამართლო ორგანო, რომელიც მუშაობს ახალი კონსტიტუციის შექმნაზე, და რომელშიც მისი მოკავშირე ისლამისტები დომინირებენ, არ შეიძლება დათხოვნილ იქნას რომელიმე სამართლებრივი უწყების მიერ. მურსიმ ადრევე შეიძინა საკანონმდებლო ძალაუფლება, როცა სასამართლოს ძალით დაითხოვეს პარლამნეტის ქვედა პალატა.
XS
SM
MD
LG