Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აქციები მოჰყვა


ეგვიპტეში პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო გაიმართა აქციები. მოჰამედ მორსის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებას მოჰყვა როგორც მხარდამჭერების, ისე ოპონენტთა აქციები. ხუთშაბათს ეგვიპტის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა დადგენილება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს უფლება ეძლევა მიიღოს ”ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან გაატაროს ზომა რევოლუციის დასაცავად”. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დადგენილება, გადაწყვეტილება და კანონი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახალი დადგენილებით, სასამართლოს ერთმევა უფლება განიხილოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრები.
XS
SM
MD
LG