Accessibility links

ღაზის საზღვართან პალესტინელი დაიღუპა ისრაელიდან ცეცხლის შედეგად


მედპერსონალის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორის საზღვართან. ისრაელის არმიის პრესმდივანი ვერ ადასტურებს ამ ცნობას - მისი თქმით, პარასკევს დილით „არეულობა“ მოხდა საზღვრის პალესტინურ მხარეზე. პრესმდივანი ამბობს, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა გასაფრთხილებლად ისროლეს. ღაზაში მედიკოსები აცხადებენ ასევე, რომ, სულ ცოტა, 10 პალესტინელი მოზარდი დაიჭრა მას შემდეგ, რაც მათ ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან განთავსებულმა ისრაელელმა ჯარისკაცებმა. თუ ეს ცნობები დადასტურდა, საქმე ეხება პირველ ინციდენტებსა და მსხვერპლს მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ზავმა შეწყვიტა გასულ კვირაში დაწყებული ბრძოლა. „ჰამასის“ პრესმდივანი სამი აბუ ზუჰრი ისრაელს ადანაშაულებს ეგვიპტის შუამდგომლობით დადებული შეთანხმების დარღვევაში. „ჰამასი“ აპირებს, ეგვიპტის ლიდერებთან წამოჭრას ეს საკითხი.
XS
SM
MD
LG