Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის პრეზიდენტი ემხრობა ქვეყნისათვის სახელის შეცვლას


მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი, რომელსაც მალე ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ქვეყნის სახელწოდების შეცვლას. კალდერონმა პარლამენტს გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინების კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რათა შეიცვალოს ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება, მექსიკის შეერთებული შტატები (Estados Unidos Mexicanos) და ქვეყანას ეწოდოს „მექსიკა“, როგორც მას ჩვეულებრივ მოიხსენიებენ მთელს მსოფლიოში. მექსიკის შეერთებული შტატები ქვეყანას დაერქვა 1824 წელს ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩრდილოელი მეზობლის, ამერიკის შეერთებული შტატების მიბაძვით. დღეს ამ სახელწოდებას მექსიკაშიც იშვიათად ხმარობენ - ოფიციალური დოკუმენტების და ფულის გარდა. კალდერონი 1 დეკემბრიდან დაუთმობს პრეზიდენტის პოსტს ახალ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოს.
XS
SM
MD
LG