Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს მაღაროელებმა


თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს ტყიბულელმა მაღაროელებმა, რომლებმაც ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაუქმება გააპროტესტეს. მაღაროელთა პროფკავშირების თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტყიბულის მაღაროები ბიზნესსზე მეტად სოციალური პროექტია და ყოფილი ხელისუფლება მაღაროელებს იმისთვის სჯის, რომ არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ პავლე კუბლაშვილს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ტყიბულის მაღაროების მფლობელია "GIG ჯგუფი," რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან არჩეულ დეპუტატს დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG