Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო განსაცდელშია


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო განსაცდელშია და ამას საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა ბაგრატის ტაძარში, სადაც გიორგობის დღესასწაულის გამო იმყოფებოდა. ”მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების და განვითარების შემდეგ ისევ ნგრევა და განადგურება მოხდეს, ეს ვერ განხორციელდება და ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხალხთან ერთად იყო მშვიდობის, ომის, გაჭირვების და აღმშენებლობის დროს და მას არც განსაცდელში მიატოვებს.
XS
SM
MD
LG