Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოქვეყნა რამდენიმე მოწმის ჩვენება


შსს-ს განცხადებით, კომპანია NCC-ის ხელმძღვანელთა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა გოჩა დარსაძემ გამოძიებას მიაწოდა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაც, რომლის თანახმად, მას 2010 წელს დაუკვეთეს წავკისში სახლების მშენებლობა ქელბაქიანის, ჩოგოვაძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი პირისთვის. სამინისტროს ცნობით, სახლების მშნებლობა მიმდინარეობდა კომპანია NCC-ის თანხით, რომლის 100%-ით საბიუჯეტოა. შსს-ს განმარტებით, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც მესამე გასაიდუმლოებული სახლი ეკუთვნოდა. სამინისტროს განცხადებითვე, კომპანია NCC წლების განმავლობაში არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს ნულოვანი მოგებით აბარებდა. დღესვე სამინისტრომ მტკიცებულებების სახით საჯაროდ გამოქვეყნა რამდენიმე მოწმის ჩვენება და ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის ელექტრონული მიმოწერა.
XS
SM
MD
LG