Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრაგის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას


ბადრაგის თანამშრომელი გარდაიცვალა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც 22 ნოემბერს გადაყვანილ 3 პატიმარს შორის კონფლიქტი მოხდა. საჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანილმა პატიმრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს სამედიცინო პერსონალსაც და დააზიანეს საავადმყოფოს ქონება. სუბარის წინასწარი ინფორმაციით, ბადრაგის თანამშრომელი ჯამბულ ხოშარაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. მინისტრის განმარტებით, გარდაცვალების საბოლოო მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. სოზარ სუბარმა ჯამბულ ხოშარაულის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება. რაც შეეხება კონფლიქტის მონაწილე პატიმრებს, მინისტრის ინფორმაციით ისინი გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანეს და გამოძიების დასრულების შემდეგ შესაბამისი სასჯელი დაემატებათ. დღესვე სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება. მინისტრის თქმით, პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი მოიშალა, რასაც სამინისტრო არ დაუშვებს. ”ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი და არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების, ან სიცოცხლის ხელყოფაზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
XS
SM
MD
LG