Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს „მუსლიმთა საძმოს“ ოფისებს


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დემონსტრანტებმა სამ ქალაქში ცეცხლი წაუკიდეს მმართველი ძალის, „მუსლიმთა საძმოს“ ოფისებს. ინციდენტები მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მუჰამად მურსის მიერ საკუთარი ძალაუფლების გაზრდას მოჰყვა მისი მომხრეებისა და ოპონენტების აქციები. როგორც იუწყებიან, „მუსლიმთა საძმოს“ პოლიტიკური ორგანიზაციის, "თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის" ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს სუეცში, ისმაილიაში და პორტ საიდში. პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა ალექსანდრიაში. ხუთშაბათს პრეზიდენტმა მურსიმ გასცა ბრძანებულება, რომელიც მას დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს. ამას გარდა, სასამართლოებს წაერთვა პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ზომების მიღების უფლება. რეფორმების მომხრე აქტივისტები მურსის ადანაშაულებენ ეგვიპტეში დიქტატურის დამყარების მცდელობაში.
XS
SM
MD
LG