Accessibility links

logo-print

დავიდ სანაკოევი: იმედია, საქართველო გაიგებს, რომ სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ სანაკოევის განცხადებით, საქართველოს ლიდერები იმედია, გაიგებენ, რომ სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს იმედი სანაკოევმა გამოთქვა დღეს ცხინვალში, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" საუბრისას. „რასაკვირველია, გვაინტერესებს, რა ვითარებაა საქართველოში - მხოლოდ იმ კუთხით, რომ გავერკვეთ ჩვენს მეზობლებთან სამომავლო ურთიერთობაში. და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარე, საქართველოს ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და საჭიროა მასთან მოლაპარაკების გამართვა ასეთი პირობებით“.
XS
SM
MD
LG