Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს ირანის საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი


ირანმა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს სპარსეთის ყურეში „უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებში“ დასდო ბრალი. გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა მოჰამად ხაზაიმ ნიუ-იორკში განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავებმა არაერთხელ დაარღვიეს ირანის საჰაერო სივრცე. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნისთვის და გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ირანის წარმომადგენელი ახსენებს ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკის თვითმფრინავების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის რამდენიმე შემთხვევას. ირანის მხარე გაეროს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს საერთაშორისო სამართლის მსგავს დარღვევათა შესაძლო უარყოფითი შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG