Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში შეტაკებები მოხდა დემონსტრაციებსა და პოლიციას შორის


დღეს ეგვიპტის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა პრეზიდენტ მოჰამედ მურსის გადაწყვეტილების გამო, გაიფართოვოს უფლებამოსილებები. ხუთშაბათს ე.წ. კონსტიტუციურ დეკლარაციაში მურსიმ გამოაცხადა, რომ ამიერიდან მისი ბრძანებულებები არ გაკონტროლდება სასამართლო ხელისუფლების მიერ. მურსის რამდენიმე მრჩეველმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება სახელმწიფოს მეთაურს და გადადგა. პარასკევს ღამით კაიროში პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაარბია დემონსტრანტები. გავრცელდა ცნობები მწვავე შეტაკებების შესახებ პორტ-საიდში, სუეცსა და ალექსანდრიაში. მანიფესტანტები ალყაში აქცევდნენ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ შენობებს, რომლის წარმომადგენელიც არის ამჟამინდელი პრეზიდენტი. რეფორმატორული ძალები ბრალს სდებენ მურსის მის ხელში დიქტატორული უფლებამოსილებების კონცენტრაციაში და რევოლუციის მონაპოვრის უპატივცემულობაში. ეგვიპტის რევოლუციის შედეგად გასულ წელს ჩამოგდებულ იქნა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. მურსი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაძლიერება აუცილებელია მუბარაქის მომხრეთაგან რევოლუციის დასაცავად. ეგვიპტის მაღალი რანგის მოსამართლეებმა მურსის ინიციატივას უწოდეს „უპრეცედენტო თავდასხმა დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე.“
XS
SM
MD
LG