Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორში ზოგიერთი შეზღუდვა შეუმსუბუქა პალესტინელ მეთევზეებს


ისრაელმა ღაზის სექტორში ზოგიერთი შეზღუდვა შეუმსუბუქა პალესტინელ მეთევზეებს. ეს მოხდა დაჯგუფება „ჰამასთან“ დადებული საზავო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით იქნა მიღწეული. პალესტინელებს ნება ეძლევათ, თევზჭერა აწარმოონ ნაპირიდან ექვსი მილის სიღრმეში, ნაცვლად სამისა, როგორც ეს ადრე იყო. ღაზაში მდგომარეობის ნორმალიზებაზე მიანიშნებს ისიც, რომ უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ათასობით პალესტინელმა ბავშვმა კვლავ დაიწყო სკოლაში სიარული. პალესტინელებსა და ისრაელს შორის რვადღიანი შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო, დაიღუპა 168 პალესტინელი და 6 ისრაელელი.
XS
SM
MD
LG